მეხუთე შეხვედრა
2019 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა
ბუნების წრის მეხუთე
შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტების
კლასიფიკაცია სასარგებლო და უსარგებლო პროდუქტებად.
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად ისაუბრეს ორივე კატეგორიის
საკვებ პროდუქტებზე. აღნიშნეს, რომ მათ შეუძლიათ მთელი დღე იხტუნონ, ითამაშონ, მაგრამ საიდან აქვთ
ამდენი ენერგია? ჩემი დახმარებითდაასკვნეს:
სხეულმა რომ იმუშაოს
. საჭიროა მისი გამოკვება
ჯანსაღი საკვებით. საკვები
სხვადასხვაგვარია, ზოგი პროდუქტი ადამიანს
ზრდაში ეხმარება, ზოგი ენერგიას
აძლევს, ზოგი ორგანიზმში ავადმყოფობას ებრძვის, ასეთ პროდუქტებს ჯანსაღს
უწოდებენ. მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელიც ორგანიზმისთვის მავნებელია, მაგალითად შხამიანი
სოკო.
შეადგინეს საკვები
პროდუქტების „კვების პირამიდა“.
თუ რომელი საკვები
როგორ გაანაწილონ საკვებად, რომელ პროდუქტს უჭირავს მეტი ადგილი და რომელს ნაკლები.
დაისვა კითხვები:
1.
რა განსაზღვრავს ადამიანის
ჯანმრთელობას?
2.
რატომ ინდა გაირეცხოს
ხილი და ბოსტნეული?
3.
თქვენი აზრით , რატომ
უწოდებენ წვნიანს პირველ კერძს?
4.
როგორ ფიქრობთ სწორად
იკვებებით?
5.
რა პრინციპით ირჩევთ
საკვებს?
მოსწავლეებმა მომზადებული
პრეზენტაცია საკვები პროდუქტების
შესახებ წებოვან ფურცლებზე
დაწერეს და გამოაკრეს
დაფაზე.დიდი ინტერესი გამოიჩინეს
საკითხისადმი.გამოთქვეს სურვილი იკვებონ
სწორად.
No comments:
Post a Comment