ქცევის წესების დაცვა სავალდებულოა თითოეული ადამიანისათვის, მას შემდეგ რაც საგნის ,,მე და საზოგადოების" სწავლებისას მოსწავლეებს ქცევის წესების დაცვაზე ვესაუბრებოდი გადავწყვიტე თავად წამეყვანა ბავშვები თეატრში, გამეცნო თეატრის სტრუქტურა, როგორც შენობის, ისე სპექტაკლის მიმდინარეობის და გამეთვითცნობიერებინა ისინი თეატრის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში. თეატრში ვიზიტმა შესანიშნავად ჩაიარა, მოსწავლეებმა ნახეს ნ. დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული სპექტაკლი ,,დიდრო" , ბავშვების გაფართოებული და გაბრწყინებული თვალები მეტყველებდნენ იმაზე, რომ მაყოფილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ ნანახით, ქცევის წესებიც შესანიშნავად დაიცვეს და ვფიქრობ, მომავალშიც ღირსეულ მოქალექეებად ჩამოყალიბდებიან.
No comments:
Post a Comment