სოციალური პროექტის
„დავიცვათ გარემო“ -
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2019 – 2020
სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე
სოციალური პროექტის „დავიცვათ გარემო“ განხორციელება, რომლის მიზანი
იყო საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება
გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, დაბინძურებული
გარემოს შედეგად წარმოქმნილ
საფრთხეებზე მათი მოსაზრებების
დაფიქსირება და განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ
თავიდან გარემოს დაზიანება და
მისგან გამოწვეული საფრთხეები.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია
მოსწავლეებში, რადგან მათ მწირი ინფორმაცია
ჰქონდათ გარემოს დაცვის შესახებ.სამიზნე ჯგუფად
შევარჩიე III – IV კლასის მოსწავლეები.
პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი თვე,
1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.
პირველი ეტაპი:
მოსწავლეებთან
ერთად განვიხილეთ ინტერნეტით
მოძიებული მასალები, დავგეგმეთ გამოკითხვის
ჩატარება მოსწავლეებსა და სოფლის მცხოვრებლებთან.
მეორე ეტაპი: მოვახდინე
დავალებების განაწილება ჯგუფის
წევრებთან. მომზადდა კედლის გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტები, პრეზენტაცია.
მესამე ეტაპი; მოსწავლეებმა
ჩაატარეს გამოკითხვები, მოძიებული მასალისა
და ჩემი
დახმარებით მოამზადეს პროექტის პროდუქტები,
რომელიც განათავსეს ბლოგზე.
მეოთხე
ეტაპი:მოეწყო პრზენტაცია
სკოლაში, გასვლა საბავშვო ბაღში.
პროექტზე მუშაობა
წარიმართა ეროვნული სასწავლო
გეგმისა და პრიორიტეტულიგამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების
შესაბამისად.პროექტზე მუსაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს
საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, გაიწაფნენ PoverPoint პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში, ინფორმაციის მოძიებაში.განუვითარ-დათ თანამშრომლობის , პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, დემოკრატიული პრინციპების აღიარების
უნარი, მოსწავლეები უფრო მეტად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. პროექტზე მუშაობა
დაეხმარათ მეტი კრიტიკულები გამხდარიყვნენ მის ირგვლივ
მდებარე გარემოს დაცვაზე, ყოფილიყვნენ მაგალითის მიმცემნი
მათი თანატოლებისა და უმცროსებისათვის.
მიუხედავად ამისა, მაინც
გამოიკვეთა სირთულეები:
v მწირი ჩვევა და გაგება
ბუნების მიმართ.
v წაკითხულიდან აზრის სწორად გამოტანა.
v შეზღუდული ლექსიკური
მარაგი.
v დაუკვირვებლობა მათ ირგვლივ მიმდინარე
მოვლენებზე.
საერთო
ჯამში პროექტმა დასახულ
მიზანს მიაღწია. მოსწავლეთა უმრავლესობამ
შეძლო დავალებების შესრულება, გარემოზე დადებითი მოქმედებების გათვალისწინება.
მსგავსი
მუშაობის შემთხვევაში კიდევ უფრო ჩავუღრმავდები და დავადგენ მოსწავლეთა
შესაძლებლობებს და მუშაობასაც
მის შესაბამისად წარვმართავ.
პროექტის ხელმძღვანელი: ვარდო
თაბაგარი
No comments:
Post a Comment