საგანი: მე და საზოგადოება
კლასი: IV
თემა: ,,განათლება" მასალა( ჩვენ მივდივართ მუზეუმში)
2019 წლის 4 ნოემბერს შევუთანხმდით ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელობას, მათი დახმარებით და ჩემი ხელმძღვანელობით წარიმართა საგაკვეთილო პროცესი მუზეუმში, გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებს თვალნათლივ ენახათ ჩვენი ქალაქის ისტორია, სამშობლოს წარსულიშეესწავლათ მუზეუმში ქცევის წესები გაკვეთილის მსველობისს მუზეუმის თანამშრომლებიც აქტიურობდნენ ბავშვებთან ერთად, მოსწავლეები დიდი ინტერესეით ათვალიერებდნენ სამუზეუმო ექსპონატებს, სვამდნენ კითხვებს და ყურადღებიტ ისმენდნენ პასუხებს, ბოლოს გაკვეთილი შევაჯამეთ კითხვა–პასუხის მეშვეობით:
- რა არის მუზეუმი?
- რას აძლევს მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეს?
- რას ინახავს, იძენს და იკვლევს მუზეუმი?
- რამდენი სახის მუზეუმი იცთ?
- რომელია საქართველოშ ქალაქი მუზეუმები?
- რომელი სახლ–მუზეუმები გაქვთ ნანახი?
- იმისათვის, რომ ჩვენი ქმედებით სხვა არ შევაწუხოთ რა უნდა დავიცვათ?
ბავშვებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს ამომწურავად, მადლობა გადავუხადეთ მუზეუმის თანამშრომლებს და შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულნი დავბრუნდით
მასწავლებელი ვარდო თაბაგარი
No comments:
Post a Comment