Sunday, October 20, 2019

საწრეო მუშაობის შეხვედრები


მეხუთე  შეხვედრა
      2019  წლის  24  ოქტომბერს  ჩატარდა  ბუნების  წრის   მეხუთე  შეხვედრა.
შეხვედრის  მიზანს  წარმოადგენდა საკვები  პროდუქტების  კლასიფიკაცია  სასარგებლო  და  უსარგებლო  პროდუქტებად.
      მოსწავლეებმა  შეძლებისდაგვარად  ისაუბრეს ორივე  კატეგორიის  საკვებ  პროდუქტებზე. აღნიშნეს, რომ  მათ  შეუძლიათ  მთელი  დღე  იხტუნონ, ითამაშონ, მაგრამ  საიდან აქვთ  ამდენი  ენერგია?  ჩემი  დახმარებითდაასკვნეს: სხეულმა  რომ  იმუშაოს  . საჭიროა  მისი  გამოკვება  ჯანსაღი  საკვებით.  საკვები  სხვადასხვაგვარია, ზოგი  პროდუქტი  ადამიანს  ზრდაში  ეხმარება, ზოგი  ენერგიას  აძლევს, ზოგი  ორგანიზმში ავადმყოფობას  ებრძვის, ასეთ პროდუქტებს  ჯანსაღს  უწოდებენ. მაგრამ  არსებობს  პროდუქტები, რომელიც  ორგანიზმისთვის  მავნებელია, მაგალითად  შხამიანი  სოკო.
       შეადგინეს  საკვები  პროდუქტების  „კვების  პირამიდა“.  თუ  რომელი  საკვები  როგორ  გაანაწილონ  საკვებად, რომელ  პროდუქტს უჭირავს  მეტი  ადგილი  და  რომელს  ნაკლები.
დაისვა  კითხვები:
1.      რა  განსაზღვრავს  ადამიანის  ჯანმრთელობას?
2.      რატომ  ინდა  გაირეცხოს  ხილი  და  ბოსტნეული?
3.      თქვენი  აზრით  , რატომ  უწოდებენ  წვნიანს პირველ  კერძს?
4.      როგორ  ფიქრობთ  სწორად  იკვებებით?
5.      რა  პრინციპით  ირჩევთ  საკვებს?
მოსწავლეებმა  მომზადებული  პრეზენტაცია  საკვები  პროდუქტების  შესახებ  წებოვან  ფურცლებზე  დაწერეს  და  გამოაკრეს  დაფაზე.დიდი  ინტერესი  გამოიჩინეს  საკითხისადმი.გამოთქვეს  სურვილი  იკვებონ  სწორად.

Wednesday, October 16, 2019

                 


                                        საწრეო   მუშაობა

   სსიპ  ჭიათურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  თაბაგრების საჯარო  სკოლა.
  საგანი:   ბუნებისმეტყველება
  წრის  დასახელება:  „ვისწავლოთ თავის  მოვლა“.
  წრის  ხელმძღვანელი : თაბაგრების  საჯარო  სკოლის  დაწყებითი  კლასების
 მასწავლებელი     ვარდო  თაბაგარი.

         სსიპ  ჭიათურის  მუნიციპალიტეტის სოფელ  თაბაგრების  საჯარო  სკოლაში  2019-2020  სასწავლო  წლის  I  სემესტრიდან  ფუნქციონირება  დაიწყო  საწრეო  მუშაობამ,  რომელიც  მოიცავს სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის  თვეებს .
საწრეო  მუშაობაში   II, III, IV  კლასების  მოსწავლეები   ნებაყოფლობით გაერთიანდა.
                  საწრეო  მუშაობის  ჩატარება  დაიგეგმა  8  სამუშაო შეხვედრით.
        წრის  მუშაობის  მიზანი:
 მოსწავლე  შეძლებს
v  პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობას  და კვლევითი  უნარ-ჩვევების  დემონსტრირებას. 
v  სასიცოცხლო ძირითადი ნიშნების  ამოცნობას.
v  საცხოვრებელი გარემოს  მნიშვნელობაზე  მსჯელობას.
v  თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების  განვითარებას.
v  მიღებული  ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
წრის  მნიშვნელობა:  მუშაობის  პროცესში     გამოვლენილი  პრობლემების  აღმოფხვრა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  ა ქტივობებით.
       საწრეო  მუშაობის  წარმატებით მსვლელობას ხელს  შეუწყობს  სხვადასხვა  რესურსების  გამოყენება(ბუნებისმეტყველების  სახელმძღვანელოები, სამუშაო  რვეულები, კლასგარეშე  ლიტერატურა, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, წებოვანი  ქაღალდები, ფლიპჩარტი, ლეპტოპი, ინტერნეტი, პროექტორი  და სხვა)
      საწრეო   მუშაობაში გაერთიანებული   მოსწავლეთა  რაოდენობაა- 12  მოსწავლე:
1.      თაბაგარი   ნინი
2.      სამყურაშვილი  ნიკოლოზი
3.      სამყურაშვილი  რაინდი
4.      შაინიძე  დიანა
5.      ყაველაშვილი  თამარი
6.      ჯაჯანიძე  მარიამი
7.      ჯიქიძე  სანდრო
8.      ჯიქიძე  საბა
9.      თაბაგარი  ანა
10.  კაპანაძე  ნინი
11.  კენჭოშვილი  გვანცა
12.  კენჭოშვილი   რეზი

                                          წ  რ  ი  ს    პ  რ  ო  გ  რ   ა  მ  ა
N
ჩატარების  
თარიღი
    თემის    სახელწოდება
საათების
რაოდენობა
1
26.09
ადამიანის  სხეულის  ნაწილები

1  სთ
2
03.10
რატომ  უნდა  გავუფრთხილდეთ  სხეულის  ნაწილებს
1  სთ
3
10.10
ვირუსები  და  ინფექციები

1  სთ
4
17.10
ვარჯიში  და  ჯანმრთელობა

1  სთ
5
24.10
სწორი  კვება

1   სთ
6
31.10
დღის  რეჟიმი

1   სთ
7
14.11
ბუკლეტებით საზოგადოების  ინფორმირება

1   სთ
8
21.11
პრეზენტაცია/შეჯამება-შეფასება

1  სთ

    2019   წლის  26  სექტემბერს  ჩატარდა  პირველი  საწრეო  შეხვედრა.         
     მოსწავლეებმა  წარმატებით გაართვეს  თავი მასწავლებლის  მიერ მიცემულ სხვადასხვა  დავალებებს. განიხილეს  საწრეო  მუშაობის  პროგრამა  და   განრიგი.
     ჩატარებულმა  მეცადინეობამ  გამოიწვია  მოსწავლეთა  მაღალი  ჩართულობა  და   თემებისადმი  დიდი  ინტერესი.

       



                                                მეორე  შეხვედრა
      თემა:  ადამიანის  სხეულის  ნაწილები.
     2019  წლის  3  ოქტომბერს  ჩატარდა  საწრეო  მუშაობის  მეორე  შეხვედრა.
     შეხვედრის  მიზანი  იყო მოსწავლეებს  მრავალფეროვანი  აქტივობებისა და  მსჯელობის  საშუალებით  გაეკეთებინათ დასკვნა, თუ  რატომ  უნდა  გაუფრთხილდნენ  სხეულის  ნაწილებს.
     მონაწილეებმა  დაასახელეს  ადამიანის  სხეულის  ძირითადი ნაწილები(თავი, ხელი, ფეხი, ტანი),  და  ისაუბრეს  თითოეული  მათგანის  ფუნქციებზე, მნიშვნელობაზე წაიკითხეს  მცირე  ზომის  მოთხრობები.ლეპტოპის  საშუალებით  დაათვალიერეს  სხეულის  ნაწილები(ცხვირი, პირი, ყური, თვალი, თმა)  და  იმსჯელეს  თუ  რა  როლი  აქვთ  მათ  ადამიანის  ჯანმრთელობასა  და  ყოფა-ცხოვრებაზე. მოიგონეს  მოთხრობა „სხეულის  ნაწილების  ჩხუბი“.
      შეხვედრა  მეტად  საინტერესო  აღმოჩნდა   მოსწავლეებისათვის, რამაც  მათი  საგაკვეთილო  პროცესში  აქტიური  ჩართულობა  გამოიწვია.




 


                                               მესამე  შეხვედრა
       2019  წლის  10  ოქტომბერს ჩატარდა  საწრეო  მუშაობის  მესამე  შეხვედრა.
       შეხვედრის  მიზანს  წარმოადგენდა  ვირუსებსა და  ინფექციების  შესახებ  ინფორმაციის  მიღება, მათი  გამომწვევი  მიზეზების  დასახელება  და  თავიდან  აცილების  გზების  ძიება.
        შეხვედრა  მეტად  საინტერესო  იყო  თავისი  თემატურობითა  და  აქტივობებით. მოსწავლეებმა  წებოვან  ბარათებზე დაწერეს   მათთვის   ნაცნობი  ინფექციები  და  ვირუსული  დაავადებები, ჩამოთვალეს  ინფიცირების   გამომწვევი  მიზეზები, იმსჯელეს  მათი  თავიდან  აცილების  გზებზე.
v  იხილეს  ფოტო  მასალა, სადაც  ნათლად ჩანდა  ის  უხილავი  ბაქტერიები, რომლებიც  ყოველდღიურად  ხვდებიან  ადამიანის  კანზე  და  აინფიცირებენ  სხეულს.
v  თეზისებად  ჩამოაყალიბეს  დაავადებების  თავიდან  აცილების საშუალებები.
v  დააჯგუფეს  სასარგებლო და  არასასარგებლო  საკვები  პროდუქტები, გამოთქვეს  საკუთარი  მოსაზრებები  თუ  როგორ  გამოიყენებენ მიღებულ  ცოდნას  ცხოვრებაში.

გამოიკვეთა  მოსწავლეთა  აქტიური  ჩართულობა  წრის  მუშაობაში.























         

                                   სოციალური  პროექტი  „დავიცვათ  გარემო“


პროექტის  ხელმძღვანელის  სახელი, გვარი
ვარდო  თაბაგარი
ქალაქი/სოფელი
სსიპ  ჭიათურის  მუნიციპალიტეტი, სოფელი  თაბაგრები

სკოლა
სსიპ  სოფელ  თაბაგრების  საჯარო  სკოლა

საფეხური/კლასი
დაწყებითი, მე-3  მე-4  კლასები

საგანი
„მე  და  საზოგადოება“
 ინტეგრირება საგნებთან: ბუნებისმეტყველება, ხელოვნებასა და ისტორიასთან
პროექტის  განხორეციელების  დრო
რვა  შეხვედრა, 4  კვირა, 1  თვე.
01/10/2019-330/10/2019 წელი
პროექტის 
დასახელება
„დავიცვათ  გარემო“

პროექტის  სრული  დასახელება
ჩვენ  და  ბუნება-  „დავიცვათ  გარემო“
             
პროექტის  აქტუალობა, სამიზნე  ჯგუფი და  პროექტის  მოკლე  შინაარსი

        პროექტის  აქტუალობა:  პროექტის  განხორციელებით  მოსწავლეები  ისწავლიან , რომ  სუფთა  გარემოში  ცხოვრება  მათი  უფლებაა, გარემოს  დაცვა  მათი  მოვალეობა,  ხოლო  ბუნებრივი  რესურსების  უყაირათო გამოყენება  და  ნარჩენი  მასალებით  გარემოს  დანაგვიანება ეკოლოგიური  პრობლემის წარმოქმნის  მიზეზია.
      სამიზნე  ჯგუფი: პროექტში  მონაწილე  მოსწავლეებს  აქვთ გარკვეული  გამოცდილება  პროექტებში, დისკუსიებსა და წრეობრივ  ჯგუფებში მონაწილეობისა, ასევე წინა  გაკვეთილებზე მიღებული აქვთ  ცოდნა  გარემოსთან  დაკავშირებულ ცვლილებებზე, ასევე  მათი  ასაკობრივი  ზღვარი  იძლევა  იმის  საშუალებას, რომ  მათი  მორალური  განვითარების  დონე  ამაღლდეს  მსგავსი  სახის  პროექტებში  ჩართულობით.
      შინაარსი:  პროექტებით  სწავლება  თანამშრომლობითი  სწავლების მეთოდია, როდესაც  რაიმე  პრობლემის გადაჭრა  გვსურს, ვაზუსტებთ პრობლემას  და  ერთობლივად  ვიწყებთ  მისი  გადაჭრის  გზების  ძიებას.  მეთოდის  მიმდინარეობის  ძირითადი  ფაზებია:
    მოსამზადებელი  ფაზა: --  ამ  ფაზაში  მასწავლებელი  განუმარტავს  მოსწავლეებს  პროექტის  მიზანს, თუ  რა  პრობლემის გადაჭრა  დაისახეს. გააცნობს, შეახსენებს  მეთოდის  მიმდინარეობას.
      კრიტიკის  ფაზა:   ამ  ფაზაში  სასურველია  გავამხნევოთ  მოსწავლეები, დავაძლევინოთ  დაძაბულობა, შიში, რათა თავისუფლად  გამოხატონ აზრი  დასმული  საკითხის  შესახებ  და  ჩამოაყალიბონ  ის  ზუსტად  და  კონკრეტულად. კრიტიკული  საკითხების  შეკრების  შემდეგ  მათ  აერთიანებენ  პრობლემის  სფეროებად.
      ფანტაზიის  ფაზა __ ამ  ფაზაზე  მოსწავლეებმა  პრობლემის  მოგვარების  მრავალფეროვანი  ფანტაზიით  სავსე  გზები  უნდა  დასახონ, ნაკლებად  უნდა  იფიქრონ  იმაზე,  რამდენად  განხორციელებადი  და  რეალურია  მათი  იდეები.  შეიკრიბება  იდეები, გადამუშავდება  და  უფრო  მეტად  დაკონკრეტდება.
     განხორციელების  ფაზა ;  ამ  ეტაპზე  ხდება  წინა  ფაზაში  შეჯერებული  მონახაზების  რეალობასთან მისადაგება. ისევე  როგორც წინა  ფაზაში, ამ  დროსაც საჭიროა  კრეატიულობა  და  ფანტაზია, რათა  უკეთესი შედეგის  მისაღებად ახალი  გზა  ვიპოვოთ. რეალობასთან  თავსებადობის  მისაღწევად  იდეები  უნდა  დაკონკრეტდეს. ამისათვის  რამდენიმე  კითხვას  უნდა  გაეცეს  პასუხი. რამდენი  დრო  გვაქვს  ცალკეული  ნაბიჯისთვის  და  სხვა.
    მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები:
თემატური  კითხვა: 
·         რას  ხედავთ  გარემოში?
    სახელმძღვანელო  კითხვები:
·         როგორ  ჩნდება  ნაგავი?
·         შეგიძლიათ  დაასახელოთ  რისგან  არის  ისინი  დამზადებული?
·         ვის  ან  რას  ელის  საფრთხე  ამ  გარემოში?
·         როგორ  დავიცვათ გარემო  დანაგვიანებისაგან?
    შინაარსობრივი  ან  განმარტებითი  კითხვები:
·         როგორ  გგონიათ, ვისი მოქმედების  შედეგად ბინძურდება გარემო?
·         როგორ  ფიქრობთ , არის  თუ  არა  შესაძლებელი თავიდან  ავიცილოთ ჰაერის, წყლის  და  საერთოდ  გარემოს  დანაგვიანება?
·         არის  თუ  არა  გარემოს  დანაგვიანება  საყოველთაო  პრობლემა?
·         პირადად  შენ  რა  შეგიძლია  გააკეთო  ამის  თავიდან  ასაცილებლად?
·         როგორ  გგონია, არის  თუ  არა  გარემოს  დაცვა  შენი  მოვალეობა?
·         მოქმედებს  თუ  არა  გარემოს  დაბინძურება  თქვენს  ჯანმრთელობაზე?

  
       პროექტის  სასწავლო  მიზნები  და  სწავლების  შედეგები

მიზნები:
·         დაკვირვების  საფუძველზე  აღწერონ  ლოკალური  გარემო.
·         განასხვავონ  სუფთა  და  დანაგვიანებული  გარემო  და  სიტყვიერად  გადმოსცენ  საკუთარი განწყობა  კონკრეტული გარემოს  მიმართ.
·         დაბინძურებული  გარემოს  შედეგად  წარმოქმნილ საფრთხეებზე  გამოთქვან  მოსაზრებები, იმსჯელონ  იმის  შესახებ  თუ  როგორ  შეიძლება  ავიცილოთ  თავიდან  გარემოს  დაბინძურება.
გრძელვადიანი  მიზნები:
·         მოსწავლემ  შეძლოს  ძირითადი  პრობლემების  გადასაჭრელად  თანამშრომლობა  თანატოლებთან  და  უფროსებთან, შეძლოს  გააზრებული   მონაწილეობა  და  თანამშრომლობა  სოციალური  პრობლემის გადაწყვეტაში.
·         გააცნობიერონ  გარემოს  დანაგვიანებით  გამოწვეული  საფრთხე   და  გამოუმუშავდეთ მზრუნველი  დამოკიდებულება  გარემოსადმი. სკოლისა და  მისი  მიმდებარე  ტერიტორიების  დასუფთავება  და  გამწვანება.
მოსალოდნელი  შედეგები: 
          მოსწავლეებს  განუვითარდებათ გარემოზე  ზრუნვის  უნარ-ჩვევები. ეს  გავლენას  იქონიებს არა  მხოლოდ  კონკრეტულ  სამიზნე  ჯგუფზე, არამედ  მთლიანად  დაწყებითი  კლასების  ბავშვებზე. რომლებთანაც  ამ  მხრივ  შედარებით  მეტი  პრობლემებია. ამიტომ  პროექტში  ჩართული  მოსწავლეები  კარგი  მაგალითის  მიმცემი  იქნებიან  სხვებისათვის  და  ეს  დადებით  გავლენას  იქონიებს  მათზე.   

      შედეგები  სტანდარტების  მიხედვით:
ბუნება III.1. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  პრაქტიკულ  აქტივობებში მონაწილეობა  და  კვლე-                    ვითი  უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
ბუნება  III. 3. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ორგანიზმებისათვის  გარემოს  მნიშვნელობაზე  მსჯელობა.
ბუნება  III. 7. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში   გამოყენებული ბუნებრივი რესურსების  დასახელება  და  მათ  მნიშვნელობაზე  მსჯელობა.
ისტ. დაწყ. 3. აცნობიერებს  სხვადასხვა  სახის  პროგრამული  უზრუნველყოფის  დანიშნულებას  და  ფუნქციებს, ეფექტიანად  იყენებს  მათ  ზოგიერთ  ძირითად  ფუნქციას. მაგალითად  მონიშვნა.
    ქმნის  ფაილებსა და საქაღალდეებს  ლოგიკური ორგანიზების  პრინციპით  მონაცემთა ეფექტიანად  შენახვის, მოძებნისა და  წაკითხვის  მიზნით.
     მე  და  საზოგადოება  -  
      საზ.მეც.დაწყ. (1)5.  მშობლიური  კულტურის მიმართ  მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.
   აზ.მეც.დაწყ.(1) 17. მზრუნველობის  გამოვლენა  ბუნებრივი გარემოსა და  ისტორიული  მემკვიდრეობის  მიმართ.
   ხელოვნება:
ს.გ.IIII.3. მოსწავლე  აკვირდება გარემოში  სხვადსხვა  ფერს  და  ფორმას, შეუძლია  დაკვირვების  შედეგების  ასახვა ნამუშევარში.
ს.გ. III. 7. მოსწავლეს  შეუძლია  წარადგინოს  ინდივიდუალური  და  ჯგუფური  ნამუშევრები, გამოთქვას  აზრი   და  შთაბეჭდილებები საკუთარ  და  თანაკლასელთა  ნამუშევრებზე.
ს.გ.III. 13. მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშიროს ხელოვნების  ნაწარმოების  შინაარსი  ყოველდღიურ  ცხოვრებასა და  საკუთარ გამოცდილებასთან.
     მოსწავლეებს  განუვითარდებათ  21 -ე  საუკუნის  უნარები:
·         კრიტიკული  აზროვნება  და  პრობლემის  გადაჭრის  უნარები.
·         შემოქმედებითი  უნარები
·         კომუნიკაციის  უნარი
·         ინფორმაციის  ზუსტად, შემოქმედებითად  გამოყენება  მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან  დაკავშირებით.

                                  
                                აქტივობების  შესაბამისობა  მიზანთან

                                     შეხვედრა  პირველი - 01.10.2019 წელი.

    პროექტს  ვიწყებთ  მოსამზადებელი  ფაზით. ამ  ფაზაში მოსწავლეებს  განვუმარტავ  პროექტის  მიზანს, გავაცნობ პროექტებით  სწავლების  მეთოდის მიმდინარეობას  და  იმ  წესებსაც, თუ  როგორ  უნდა  წარიმართოს  პროექტი, წინარე  ცოდნის  გააქტიურების  მიზნით  შევავსებინებ  სქემას“ ვიცი. მინდა  ვიცოდე“  ნაწილებს.
მოსწავლეებს  ვესაუბრები გარემოს  დანაგვიანების  შესახებ , რომ  ნაგავი  ჩნდება  იქ , სადაც  ადამიანია. ადამიანები  მოიხმარენ  უამრავ  საგანს, საკვებს, მასალას, რის  შედეგადაც  ჩნდება ის, რაც  მათ  აღარ  ჭირდებათ  ანუ  ნარჩენები. ნაგავი  წარმოიქმნება  ყოველდღიურად, დაუსრულებლად. თითოეულმა  მათგანმა  უნდა  იზრუნოს  და  სხვებსაც  მიუთითოს  სისუფთავესა  და  მიმდებარე  ტერიტორიების  გალამაზებისთვის.
      შევთავაზებ  აქტივობას- „ექსკურსია  ბუნებრივ  გარემოში“, ეს  შეიძლება  იყოს  სკოლის  ახლომდებარე  ისეთი  ადგილები, რომლებიც  დანგრეულია  მანგანუმის  მადნის  ამოღების  შედეგად.
     ბავშვებს  ვთხოვ დაუკვირდნენ გარშემო  მყოფ  საგნებს  და  უპასუხონ  კითხვებს:
ü  რას  ხედავთ  გარემოში?
ü  რა   მიეკუთვნება  ბუნებას?
ü  რის  გაკეთება  შეუძლიათ  ბავშვებს  სკოლისა და  საკუთარი  ეზოს  გალამაზებისთვის?
ü  როგორ  უფრთხილდები  გარემოს?
ü  ვის  ან  რას  ელის  საფრთხე  დანაგვიანებული  გარემოდან?
ü  როგორ  ფიქრობთ, არის  თუ  არა  შესაძლებელი თავიდან  ავიცილოთ  ჰაერის  წყლის  და  საერთოდ  გარემოს  დანაგვიანება?
ü  არის  თუ  არა  გარემოს  დაცვა  შენი  მოვალეობა?







                                შეხვედრა   მეორე  04.10.2019  წელი

      მოსწავლეებს,  თემასთან  დაკავშირებით,  მოტივაციის  ამაღლების  მიზნით  ვაჩვენებ  დოკუმენტურ  ფილმს, რომელშიც  ასახულია  დაბინძურებული  გარემო  და  ადამიანთა  ქმედებების  სავალალო  შედეგები.  წარვმართავთ  დისკუსიას  შემდეგ  კითხვებზე:
ü  თქვენი  აზრით  რა  ზიანი  მოაქვს  გარემოს  დანაგვიანებას  ადამიანებისათვის?
ü  რა  ზიანი მოაქვს  გარემოს  დანაგვიანებას  ცხოველებისათვის?
მე-4  კლასის  „მე  და  საზოგადოება“  სახელმძღვანელოში მოცემულია  სურათი, სადაც  ცხოველები  და  ფრინველები  იქექებიან  უადგილოდ  დაყრილ  ნაგავში, სვამენ  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებით  დაბინძურებულ  წყალს.
   კითხვაზე  - ვის ან  რას  ელის  საფრთხე  ამ  გარემოში?   მოსწავლეები  ინდივიდუალურად გამოთქვამენ  ვარაუდებს  და  გააკეთებენ  ჩანაწერებს, რომ  შეიძლება  დაზიანდეს  ცხოველი ნაგავში საკვების  ძებნის  დროს, მიიღოს  ჭრილობა, გადაყლაპოს პოლიეთილენის  ნაგლეჯი, მოიწამლოს, დაავადდეს  და  დაავადებული  ცხოველის  ხორცისა და  რძის  ნაწარმის  მიღებისას ავადდება  ადამიანებიც.
     ბუნება, რომელიც  ყველაფერს  გვაძლევს ცხოვრებისთვის, ჩვენგან  მოფრთხილებას  მოითხოვს.





                            შეხვედრა  მესამე.       08.10.2019  წელი.

    ექსკურსია  სკოლის  მიმდებარე  გარემოში  და  დისკუსია  კითხვებზე:
v  როგორ  გგონიათ, ვისი  მოქმედების  შედეგად  ბინძურდება  გარემო?
v  არის  თუ  არა  შესაძლებელი  თავიდან  ავიცილოთ ჰაერის, წყლის  და  საერთოდ  გარემოს  დანაგვიანება?
v  არის  თუ  არა  გარემოს  დანაგვიანება  საყოველთაო  პრობლემა?
v  პირადად  თქვენ  რა  შეგიძლიათ  გააკეთოთ  ამის  თავიდან  ასაცილებლად?
v  როგორ  გგონია  არის  თუ  არა  გარემოს  დაცვა  შენი  მოვალეობა?
             დისკუსიის  შემდეგ  მოსწავლეები  დაბრუნდებიან  საკლასო  ოთახში, გადანაწილდებიან ორ  ჯგუფად   და  შექმნიან  ნახატს  სუფთა  და  დაბინძურებული  გარემოს შესახებ, რომელზეც  ნათლად  ჩანს  ის  გარემო  პირობები  თუ  როგორ  იქმნება  სუფთა  და  დანაგვიანებული  გარემო. ჩაინიშნავენ მათთვის  მნიშვნელოვან  ინფორმაციას. ჯგუფის  ყველა  წევრი  მონაწილეობას  მიიღებს  ნამუშევრის  პრეზენტაციაში  დროის  ლიმიტის  დაცვით.
          მოსწავლეები  ნამუშევრებს  გამოფენენ საკლასო  ოთახში. გააკეთებენ  სტენდს „რის  გაკეთება  შეგიძლია  შენ ბუნების  დასაცავად“.


                                  შეხვედრა  მეოთხე. 11.10.2019  წელი.
      მას  შემდეგ  რაც  მოსწავლეთათვის  ნათელი  გახდება, რომ  გარემოს  დანაგვიანებას  დიდი  ზიანი  მოაქვს  ცოცხალი  სამყაროსთვის, ჩნდება  კითხვა:
-          მაშ  როგორ  დავიცვათ გარემო  დაბინძურებისაგან?
     მოსწავლეებს  გამოვიყვან  სკოლის  ეზოში   და  ვთხოვ, მიმოიხედეთ  ირგვლივ, როგორი  ლამაზი  და  საკვირველი  გარემო  გვაქვს, ტყეები, მინდვრები, ტბები, მდინარეები, მთები, მზე, ცხოველები  და  ფრინველები.   ეს  არის  ბუნება.  ჩვენი  ცხოვრება  წარმოუდგენელია  მის  გარეშე. ბუნება  გვაჭმევს, გვასმევს, გვაცმევს, ის  გულუხვია  და  უანგარო, ამიტომ  ბუნება , რომელიც ყველაფერს გვაძლევს ცხოვრებისათვის, ჩვენგან  მოფრთხილებას  მოითხოვს.
     საქართველოს  ბუნება მდიდარი  და  მრავალფეროვანია, მაგრამ  ბუნებრივი  რესურსების  დაუფიქრებლად  გამოყენებამ იქმდე  მიგვიყვანა, რომ  ჩვენი  ბუნება  ღარიბდება  და  გარემო  ნადგურდება. უნდა  გავუფრთხილდეთ  წყალს, ნუ  ჩავყრით  ნაგავს  წყალში. გავუფრთხილდეთ  მიწას  და  მასზე  დარგულ  მცენარეებს, ჩვენ  თვითონ  დავრგოთ  და  გავახაროთ  მცენარეები, რადგან  ტყე  ჯანმრთელობის  საწინდარია.


                              შეხვედრა  მეხუთე.  15.10.2019  წელი.
        მოსწავლეები  შეხვდებიან  ბაღის  აღსაზრდელებს  და  დაურიგებენ  სპეციალურად  გამზადებულ  კამფეტებს  და   შეფუთულ  სხვა  ხილეულს. სთხოვენ  ჭამონ, დააკვირდებიან  სად  დაყრიან  კამფეტის  და  სხვა  ნარჩენებს. იქვე  გამართავენ  მცირე  დისკუსიას- როგორ  ბინძურდება  გარემო, მითითებას  მისცემენ ბაღის აღსაზრდელებს, თუ  რა  ზიანი  მოაქვს  ნარჩენების  უადგილოდ  დაყრას.








                                    შეხვედრა  მეექვსე.  18.10.2019  წელი.
       მოსწავლეები  წინასწარ  მომზადებული  ხელთათმანებისა  და  პოლიეთილენის  პარკების  გამოყენებით დაასუფთავებენ  სკოლის  ეზოსა და  მიმდებარე  ტერიტორიას, შეგროვებულ ნაგავს  მოათავსებენ  ნაგვისთვის  განკუთვნილ  ურნაში. თან იმსჯელებენ:       რა  გაიგეს  ახალი?  რატომ  გამოიყენეს  ხელთათმანები?
   წინა  შეხვედრაზე  დამზადებულ  სტენდს გააკრავენ  სკოლის  დერეფანში და  გააცნობენ  თანატოლებს თუ როგორ  დაიცვან  გარემო.
                                       


    



                          შეხვედრა  მეშვიდე.  22.10.2019  წელი
       ვაჯამებ  პროექტის  შედეგად  მოსწავლეების  მიერ  მიღებულ  ცოდნას  და  გამოცდილებას. ვიდეოს  ჩვენებით  კიდევ  ერთხელ  განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ  ადამიანის  საქმიანობა  იწვევს  გარემოს  სხვადსხვა კომპონენტის  დანაგვიანებას: ზოგ  შემთხვევაში  ბინძურდება  წყალი, ზოგ  შემთხვევაში ნიადაგი, ტყე, ჰაერი, ეს  იმაზე  მიგვანიშნებს, რომ  ბუნებაში ყველაფერი  დაკავშირებულია  ერთმანეთთან, ერთი  საქმის  წამოწყებამ  მეორე  არ  უნდა  დააზიანოს. თუ  ფაბრიკა-ქარხნების ნარჩენები მდინარეებში, ტბებში  იყრება  და  წყალი  ბინძურდება , მათი  კვამლი  და  გამონაბოლქვი  ჰაერს  წამლავს. ბუნებაში  დასასვენებლად მოსული  ადამიანები ტყეებს  ნაგვით  აბინძურებენ, ტყეში  ცხოველებისა და  ფრინველებისათვის  ადგილი  აღარ დარჩება და  იქაურობას  გაეცლებიან. ტყე  მოიწყენს, ალბათ  დახმარების  თხოვნით  მოგმართავთ:  „ ჩემო  პატარა  მეგობრებო , დამეხმარეთ  დავიბრუნო ძველი  სილამაზე , ჩიტები  და  ცხოველები“.
      როგორ  დაეხმარებით  ტყეს?
      ვინ  არის  დამნაშავე  ბუნების  გაჩანაგებაში?

                                      შეხვედრა  მერვე. 30.10.2019  წელი.
        მოსწავლეები  გააკეთებენ  პრეზენტაციას დაწყებითი  კლასების  მოსწავლეების, მშობლების  და  პედაგოგების  წინაშე. წარმოადგენენ  საბოლოო  პროდუქტს კედლის  გაზეთის, ნახატების  და  სლაიდ შოუს სახით:  „ გარემოს  დაცვა  ჩვენი  მოვალეობაა“.
       დიახ!   საჭიროა ბუნების  დაცვა დაბინძურებისაგან,  და  გამონაბოლქვისგან. უწესრიგო  ტურისტისგან, ნებისმიერი  ადამიანისგან, რომელიც  არ  უფრთხილდება  გარემოს. საჭიროა  ტყის დასუფთავება, მეხანძრეებმა  ხანძარი  ჩააქრონ, სახელმწიფომ  ნაკრძალები  უნდა  გააშენოს ცხოველებისა  და  მცენარეების  გადასარჩენად. მოსწავლეები  კი  უფროსებს  დავეხმაროთ, რადგან ბუნების  დაცვა  სამშობლოს  დაცვას  ნიშნავს.
    



               პროექტის  შეფასება
პროექტის  მონიტორინგი/შეფასება
ვის   მიერ
როდის
რა  კრიტერიუმებით
პირველი  შუალედური  მონიტორინგი
მასწავლებელი

წინარე  ცოდნა  და  მოსწავლეთა  ინტერესები
მეორე  შუალედური  მონიტორინგი
მასწავლებელი

თანამშრომლობის უნარი
მესამე  შუალედური  მონიტორინგი
მასწავლებელი

საპრეზენტაციო  უნარები და შემოქმედებითი  უნარები
საბოლოო  შეფასება
კათედრა



შეფასება
პროექტის  მსვლელობის ეტაპები
შეფასების  მეთოდები
შეფასების  ინსტრუმენტები

პროექტის       
დასაწყისში
ვ მვ, ცხრილის პირველი  და  მეორე  ნაწილის  შევსება- მოსწავლის  ცოდნის, უნარ ჩვევების, წარმოდგენებისა და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის.
განმავითარებელი  კომენტარი
პროექტის  მსვლელობისას
დაკვირვება, ჩანაწერების გაკეთება, მოსწავლეთა ურთიერთშეფასება (რჩევების  გაზიარების  მიზნით)
განმავითარებელი სიტყვიერი  კომენტარი წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის  შესაფასებლად. ასევე  პროგრესის მონიტორინგის  შეფასების , გაგების, შემოწმებისა და შემეცნების  წახალისება.
პროექტის  დასრულების  შემდეგ
ვმვ ცხრილის რა  ვისწავლე  ნაწილის   შევსება
გაგებისა და  უნარების  დემონსტრირების  შეფასება
       შეფასების  მოკლე  მონახაზი:
მოსწავლეები  აღწერენ  პრაქტიკული მუშაობის  ჩანაწერებს , გამოკითხვებსა და მათ  მიერ  შექმნილ  პროდუქტებს, პრეზენტაციებს.
შეფასდებიან შეფასების  სქემით. შეფასების  საგანი  იქნება პროექტში ჩართულობა და  განმავითარებელი  კომენტარები.
      პროექტში  მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი  და  სხვა) ჩართულობა  პროექტის იდეის განვითარებაში   დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
      ვიზიტები სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპერიმენტები, მოსწავლეები  სხვა  კლასიდან, მშობლები  და  ა.შ.
პროექტის  განხორციელების  რისკები;
უამინდობა
სასწავლო  პროექტისთვის  საჭირო  რესურსები:
აპარატურული  უზრუნველყოფა:
კომპიუტერი, მეხსიერების  ბარათი, პროექტორი, ფოტო  კამერა, მობილური  ტელეფონი, საპრეზენტაციო  პროგრამა.

ბეჭდური 
მასალები
1.        ეროვნული  სასწავლო  გეგმა
2.       ინტერაქტიური მეთოდები  პრაქტიკაში
3.       მასწავლებელთა  საქმიანობის  დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის  გზამკვლევი.
4.       სასწავლო  სახელმძღვანელოები, მე-3 , მე-4  კლასის  „მე  და  საზოგადოება“
ინვენტარი/
მასალები
პროექტორი, ნოუთბუქი, ქაღალდი, ფოტოები, ვიდეო  რესურსი  ინტერნეტიდან, სტიკერები, პოლიეთილენის  პარკები, ხელთათმანები
ინტერნეტრესურსები




   



                                           მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკა 

კრიტერიუმები
ძალიან  კარგია
კარგია
საშუალოა
საჭიროებს  გაუმჯობესებას
აქტიური  მონაწილეობა
ყოველთვის  მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს  კიდეც საკლასო  მსჯელობას.
ყოველთვის  მონაწილეობს
ხშირად  მონაწილეობს
იშვიათად  ან  საერთოდ  არ  მონაწილეობს
გამართული  და  სწორი  მეტყველება
გამართულად  მეტყველებს, აქვს  მდიდარი  ლექსიკა და  შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად  მეტყველებს  და  იყენებს მართებულ სინტაქსურ და  გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყვე-ლების  ელემენტარულ წესებს. მეტნაკლებად გამართულად  საუბრობს
არ  იცავს  მართლმეტყველების  ელემენტარულ წესებს
საკუთარი  აზრის  დასაბუთებული  წარმოდგენა
ყოველთვის დამა-ჯერებლად და  არგუმენტირებულად წარმოადგენს  თავის  მოსაზრებას
თითქმის  ყოველთვის  ასაბუთებს  საკუთარ  მოსაზრებებს
ხშირად  ახერხებს საკუთარი  აზრის  დასაბუთებას
უჭირს  გამართულად  საუბარი, ხშირად  ვერ  ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი  აზრის  პატივისცემის  დემონსტრირება
უსმენს  სხვა  და  საკუტარ  აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით, კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი  აზრის  მიმართ  პატივისცემას.
უსმენს  სხვებს  და  საკუთარ  მოსაზრებას  გამოთქვამს  მოსმენილზე  დაყრდნობით
უსმენს  სხვებს  და  აცდის  საუბრის  დასრულებას.
არ  უსმენს  სხვებს  და  არ  აცდის  საუბრის  დასრულებას.
    

          
პროექტის  ხელმძღვანელი:          ვარდო  თაბაგარი