Friday, March 22, 2019

თაბაგრების საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, მხატვრული კითხვის წრე ფუნქციონირებს


სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის  სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში 2018-19 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან ფუნქციონირება დაიწყო  მხატვრული კითხვის წრემ, დაწყებით საფეხურზე, სახელწოდებით: ,,ჩვენი ქართული- სიტყვაქარგული“ , წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ,,ცოცხალი სიტყვის“ მაღალი კულტურა, გააღვივოს და გააღრმავოს მხატვრული კითხვის ბუნებრივი მონაცემები, მოსწავლეები მიეჩვიონ ლიტერატურულად სწორი ფორმების გამოთქმას.
  წრეში გაწევრიანდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (სულ 10 მოსწავლე)
შეხვედრა გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი.
                             წრის ხელმძღვანელი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
                                                                                                         ვარდო თაბაგარი

იხ.მხატვრული კითხვის წრის სამოქმედო გეგმა

      სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების  საჯარო სკოლის
               საწრეო  მუშაობა მხატვრულ კითხვაში

წრის დასახელება: ,,ჩვენი ქართული-სიტყვაქარგული“

წრის მუშაობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პროგრამული უ არასაპროგრამო ტექტების გააზრებას, შემოქმედებითი დამოკიდებულებების გამოხატვას, განუვითარდებათ გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები, შეისწავლიან სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს და წაიკითხავენ მხატვრულად ლექსს, ჩამოუყალიბდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი, ადვილად მოირგებენ როლებს, ყურადღებას გაამახვილებენ გრამატიკულ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.



                                             მხატვრული კითხვის წრის პროგრამა

         საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ლიტერატურით დატვირთული, შესაბამისად წრის მუშაობა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს მხატვრული ლიტერატურის, პოეზიის გააზრებული კითხვის, მსჯელობისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევებს.მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ სალიტერატურო ენა,გაიუმჯებესონ მეტყველების კულტურა და ლექსიკური მარაგი.დაუფლებიან გამომეტყველებითი კითხვის ელემენტებს.
    მოსწავლე შეძლებს სტანდართით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას:

·         ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
·         სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა
·         ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა
·         ლექსის რიტმისა და რითმის ამოცნობა
·         ლექსის ემოციისა და განწყობის ამცნობა
·         ტექსტებიდან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების დახასიათება
·         როლური თამაშის მნიშვნელობა გაკვეთილზე
·         ტექსტის წასაკითხად, დასამუშაველბლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება
·         სხვადასხვა ხასიათის ტექსტების შეფასება
·         სასვენი ნიშნების მნიშვნელობა და დაცვა კითხვისა და წერის დროს




მხატვრული კითხვის  საწრეო მუშაობის გეგმა
                2018-19 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი

   თემა
მიზანი
მუშაობის ფორმა
დრო
1
მხატვრული კითხვის წრის მიზნების ფორმირება,წრის მუშაობის გეგმის გაცნობა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და გაიგონ იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც განახორციელებენ სემესტრის განმავლობაში.
მინი ლექცია, დისკუსია თემაზე კარგი წამკითხველი“
16.01
2
კითხვის ძირითადი სტრატეგიების გაცნობა
მოსწავლეები გაეცნონ კითხვის ძირითად სტრატეგიებს
სლაიდ შოუს ჩვენება, სასვენი ნიშნების დეტალური დახასითება
23.01
3
სხვადასხვა სტილის ჟანრის ლექსების განხილვა, მათ თავისებურებეზე მუშაობა
მოსწავლეები გაეცნობიან, განასხვავებენ სხვადასხვა სტილის ლექსებს, მათ სპეციფიკას
 მინი ლექცია, სიტყვებში მახვილების დასმაზე მუშაობა
30.01
4.
მხატვრული  ტექსტის გააზრება (პრაქტიკული მუშაობა ტექსტზე)
 მოსწავლე შეძლებს დამოიკიდებლად იმუშაოს წაკითხული ტექსტის გააზრებაზე

ინდივიდუალური მუშაობა
06.02
5.
როგორ ვისწავლოთ მხატვრული კითხვა(კითხვის მოქნილობა)
მოსწავლე შეძლებს ლექსის გამომეტყველებით წაკითხვას
თავისუფალი მუშაობა-  ერთი ლექსის სამყარო
13.02
6.
გრამატიკა ჩვენს ცხოვრებაში
ქართული ენის საკითხების მნიშვნელობის გააზრება, სასვენი ნიშნების ფუნქციის გააზრება
მინი ლექცია სლაიდ შოუს ჩვენება
20/02
7
კითხვის ტემპი, სიზუსტე,სიტყვების ამოცნობის უნარი
მოსწავლე შეძლებს მასწავლებლის ხმამაღალი კითხვის მეთოდით მიღწიოს კითხვის მოქნილობას,გარკვეულ ხარისხს
მასწავლებლის მიერ კითხვის ნიმუშის მიცემა, დამოუკიდებელი მუშაობა
27.02
8.
ვიქტორინა თემაზე: ,, ვკითხულობ, ე.ი ვაზროვნებ მხატვრულად“
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება,ტრანსფერის უნარის განვითარება
ჯგუფური
06.03
9.
მხატვრული კითხვის კონკურსი- ,,მიყვარხარ დედა“
მოსწავლე შეძლებს მხატვრულად ლექსის წაკითხვას
ინდივიდუალური მუშაობა
20.03
10.
ხმამაღალი კითხვის მეთოდები
მოსწავლე შეძლებს, მასწავლებლის ნიმუშის შემდეგ ლექსის ხმამაღლა წაკითხვას

მოსწავლეები და მასწავლებელი კითხულობენ ხმამაღლა მონაცვლეობით
27.03
11.
მკითხველის თეატრი
მოსწავლე შეძლებს შეისწავლოს პიესა, სადაც დიალოგებია, ამოიცნოს გმირის ხასიათი და თავადაც გაითავისოს ყოველივე
ინდივიდუალური მუშაობა
03.04
12.
მხატვრული კითხვა: ,,გამარჯობა გაზაფხულო“
მოსწავლე აირჩევს სასურველ ლექსს, აღნიშნულ თემატიკაზე,შეძლებს მოამზადოს კონკურსისათვის
ჯგუფური მუშაობა
10.04
13.
სპექტაკლის დადგმა, ნ. დუმბაძის ..ხაზარულას“ მიხედვით
მოსწავლე შეძებს სცენარის დამუშავებას, გმირის ხასითის ამოცნობას, დეტალებზე დაკვირვებას
წრის ყველა წევრი
17.04
14.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
წინადადებების აწყობა, მეთოდი ,,დაკარგული სიტყვები“
ინდივიდუალური მუშაობა სავარჯიშოებზე
24.04
15
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა
 მოსწავლეები შეძლებენ აქტიურად ჩაირთონ სასკოლო ღონისძიებაში
მუშაობა ინდივიდუალურად
01.05
16.
წაკითხულისგან სიამოვნების მიღება
მოსწავლე შეძლებს სურვილისამებრ აირჩიოს ტექსტი, ან ლექსი და ისაუბროს იმ ემოციებზე, რაც გამოიწვია კონკრეტულმა მაგალითმა.
ინდივიდუალური  მუშაობა
08.05
17.
გამოჩენილი მხატვრული კითხვის ოსტატების ცანაწერების მოსმენა(გურამ საღარაძე,მურმან ჯინორია)
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, მაგალითით სწავლა, დეტალებზე ორიენტირება

ჯგუფური მუშაობა
15.05
18.
ზღაპრის ,,ჩხიკვთა ქორწილი“ ინსცენირების მოწყობა
მოსწავლე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს სცენარის დამუშავებაში და პერსონაჟის განსახიერებაში
ჯგუფური მუშაობა
22.05
19.
ერთი ლექსის საღამო
მოსწავლე შეძძძძებს თანამედროვე პოეზიის ნიმუშების გაცნობას, მუსიკის ფონზე შეიქმნის განწობას
ჯგუფური
29.05
20.
საყვარელი ლექსი, საყვარელი პოეტი
მოსწავლე არგუმენტირებულად დაასაბუთებს საყვარელი ლექსის ძლიერ მხარეებს, ისაუბრებს საყვარელ პოტზე
ინდივიდუალური
03.06
21.
შემაჯამებელი მუშაობა,, რა მომცა საწრეო მუშაობამ“
განვლილი შეხვედრების გახსენება, გაანალიზება
ჯგუფური
10.06

                                           დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: ვარდო თაბაგარი


No comments:

Post a Comment